Skip to main content
Back to all jobs

საპროექტო კომპანია ქორ

jobs.ge

ოფისის მენეჯერი

Apply by 5 Dec 2026
არქიტექტურული და საპროექტო კომპანია "CORE" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს. ძირითადი მოვალეობები: ** ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო უწყებებთან (მერია, არქიტექტურის სამსახური) დოკუმენტბრუნვის მართვა; ** სოციალური ქსელების კამპანიებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა (მათ შორის, AI ხელსაწყოებით); ** კომპანიის საპროექტო სერვისების შესწავლა, შემოსულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება/გაყიდვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგის ან იურიდიულ მიმართულებას); ** მსგავს სფეროში (ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები) მუშაობის გამოცდილება; ** სოციალურ მედიასთან, AI პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** საჯარო უწყებებთან (მაგ. tas.ge) ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია); ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები: ** სიახლეების სწრაფად ათვისებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/10:00-19:00 სთ. სტუდენტების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ლექციების საათები. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: coreinvest.org.ge@gmail.com შემოუერთდით "CORE"-ის გუნდს!

Source: jobs.ge. Availability may change.