სთათიკ ლინკ
jobs.geხარჯთაღმრიცხველი/შესყიდვების სპეციალისტი
Apply by 4 Dec 2026
"სთათიქ ლინკში" ხარჯთაღმრიცხველის/შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს!
"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** Fitpass;
** საწვავის ბარათი/ტალონი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** პროექტის სავარაუდო ღირებულების გამოთვლა ნახაზებისა და სპეციფიკის საფუძველზე, არსებული სტანდარტებისა და მასალების შესაბამისად;
** მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
** აქტებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების დამტკიცება;
** შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახრების ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებაში;
** პროექტის დასასრულს ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში საპროექტო და ტექნიკურ ჯგუფებთან კონსულტირება.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინჟინერიის, ფინანსების ან ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საინჟინრო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@staticlink.ge
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Source: jobs.ge. Availability may change.