Skip to main content
Back to all jobs

დამი

jobs.ge

კონსულტანტი

ლილოApply by 4 Dec 2026
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში. ჩვენი სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის, მოთხოვნად პროდუქციას. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი 117ა სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ანაზღაურება: 1500-1800 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლიენტთა მომსახურება კომპანიის კორპორაციული სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტული წესით; ** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასების განლაგების სისწორის მუდმივი შემოწმება; ** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და მომხმარებლისთვის სწორად გაცემა; ** აქტიური მონაწილეობის მიღება საწყობისა და დარბაზის ინვენტარიზაციის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი დიალოგის წარმართვის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგების მხარდაჭერა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 596 400004 შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.