ლექსუს თბილისი
jobs.geსაავტომობილო სერვისის დასუფთავების სპეციალისტი
Apply by 4 Dec 2026
"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 08:30-18:00/08:30-17:00; შაბათი: 08:30-16:00
ხელფასი: 1 500 ₾ (საშემოსავლო გადასახადების გარეშე)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ტელეფონის ნომერი
ადგილმდებარეობა: "ლექსუს თბილისი", აღმაშენებლის ხეივანი #160.
სამუშაო მოვალეობები:
** საავტომობილო სერვისში სისუფთავის უზრუნველყოფა;
** არსებული ინვენტარისა და პროდუქციის დასუფთავება;
** შენობის გარე ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგება;
** ურნების დაცლა ნარჩენებისგან და შესაბამის ადგილას გატანა;
** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 591323357 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@lexus-tbilisi.ge.
გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "ელ თი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ:
* თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ელ თი"-ს მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
** შპს "ელ თი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.
Source: jobs.ge. Availability may change.