Skip to main content
Back to all jobs

კომპანია

jobs.ge

ქვის სამსხვრევი დანადგარის ოპერატორი

Apply by 4 Dec 2026
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ქვის სამსხვრევი დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე. მოვალეობები: ** ქვის სამსხვრევი დანადგარის (სამსხვრევი, კონვეიერები და დამხმარე მექანიზმები) მართვა და მუშაობის პროცესის კონტროლი; ** დანადგარის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** დანადგარში ქვის ნედლეულის მიწოდებისა და დამუშავების პროცესის კონტროლი; ** დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება, გაუმართაობისა და დაზიანების დროული გამოვლენა; ** დანადგარის გეგმური და მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შესრულება; ** დანადგარის მექანიკური ნაწილების, მოძრავი მექანიზმების, კონვეიერებისა და სხვა კომპონენტების შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ნაწილების შეცვლა; ** დანადგარის მუშაობისას წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ** დანადგარის გაწმენდის, შეზეთვისა და ტექნიკური მოვლის სამუშაოების შესრულება; ** საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების გამოყენების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; ** დანადგარის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების, დაზიანებებისა და სხვა ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების დაცვა; ** დანადგარის ექსპლუატაციისა და შეკეთების დროს შესაბამისი ტექნიკური ინსტრუქციებისა და დადგენილი პროცედურების დაცვა; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება დაკავებულ თანამდებობასა და სამუშაოს სპეციფიკას. ელ-ფოსტა: tsekuri@gmail.com

Source: jobs.ge. Availability may change.