Skip to main content
Back to all jobs

EcoVille

jobs.ge

B2B გაყიდვების მენეჯერი

Apply by 3 Dec 2026
"EcoVille Georgia" არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით. "EcoVille Georgia" საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში. ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში. ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები. ** KPI-ებზე, გეგმებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება. ** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარი. ** ქართული ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია. ** პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. ** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება. ** B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება. ** მზის ინდუსტრიასთნ მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება. ** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება ** გაყიდვების მიზნების KPI (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან. ** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა, ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად. ** მარკეტინგის და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა. ჩვენ გთავაზობთ ** კონკურენტულ ფიქსირებული ანაზღაურებას და ბონუს სისტემას ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@ecoville.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Source: jobs.ge. Availability may change.