Skip to main content
Back to all jobs

ლიდერ ექსპერტი

jobs.ge

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

Apply by 24 Nov 2026
შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამშენებლო პროექტების მენეჯერი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; ** სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა; ** Microsoft Office - პროგრამების ცოდნა სამუშაოს აღწერილობა: ** გაუწიოს ობიექტს (სამოქალაქო და სამრეწველო შენობა ნაგებობების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირების სამუშაოების წარმოება და ინსპექტირების პროცესში მიღებულ მონაცემებსა და ცნობებზე დაყრდნობით; ** უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; ** გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ** დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება; ** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება. ** აკონტროლოს მშენებლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალი მასში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად; ** დაესწროს ყველა ფარული თუ ხილული კონსტრუქციის/დეტალის სამშენებლო-სარემონტო პროცესს და გააკონტროლოს ისინი; ** განახორციელოს ყველა სამშენებლო მასალის გაზომვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა; ** შესრულებულ სამუშაოების კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით; ** აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები; ** მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში მიუკერძოებლად. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომპეტენტურობა; ** ანგარიშების წერის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaderexperts.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი.

Source: jobs.ge. Availability may change.