Skip to main content
Back to all jobs

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

jobs.ge

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

Apply by 3 Dec 2026
SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი, 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებების მიმართულებით.
 ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი 

 საქმიანობის აღწერა:
 ** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
 ** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
 ** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
 ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
 ** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
 ** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის

 ძირითადი მოთხოვნები:

 ** აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 ** საოფისე პროგრამების ფლობა;
 ** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია)

 კომპანია გთავაზობთ:

 ** ჯანმრთელობის დაზღვევას;
 ** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
 ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 სამუშაო გრაფიკი:

 სამუშაო ადგილი: თბილისი ოფისში 
 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

 ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

Source: jobs.ge. Availability may change.