მზიური
jobs.geდისტრიბუტორი
კახეთიApply by 3 Dec 2026
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა.) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონში დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
** სფერო: დისტრიბუცია;
** სამუშაო ადგილი: კახეთი - თბილისი, წერეთლის გამზ. N113დ;
** სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე; - ორშაბათი - პარასკევი;
** ანაზღაურების მეთოდი: ფიქსირებულს + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვა და კონტროლი;
** პოკეტში მოახდინოს შეკვეთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა/კორექტირება;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** ფიზიკური დატვირთვის გამკლავება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass.
შერჩევის ეტაპები:
** შემოსული რეზიუმეების დახარისხება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge.
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური", საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55;
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
Source: jobs.ge. Availability may change.