Skip to main content
Back to all jobs

ფინბიურო

jobs.ge

სამეურნეო სპეციალისტი

Apply by 2 Dec 2026
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. "ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 1800-2200 ლარი; სამუშაო ადგილი: თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** საოფისე სივრცის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (ელემენტარული ტექნიკური სამუშაოები); ** საჭიროების შემთხვევაში საოფისე ინვენტარის და სხვა ნივთების ტრანსპორტირება; ** მასალების შეძენა, მიწოდება; ** მენეჯმენტის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ელემენტარული ტექნიკური უნარები; ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ავტომობილის მართვის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.