Skip to main content
Back to all jobs

კომპანია

jobs.ge

PR სპეციალისტი

Apply by 2 Dec 2026
ჩვენი გუნდი ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ, სხარტი აზროვნების კანდიდატს PR სპეციალისტის პოზიციაზე! თუ გიყვარს წერა, გაქვს კრეატიული აზროვნება, ფლობ ინგლისურს და გსურს განვითარება — ეს შეთავაზება შენთვისაა. ძირითადი მოთხოვნები და პირობები: ** ენა: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (გამართული წერა და მეტყველება); ინგლისური ენა. ** კრეატიული წერა: სოციალური ქსელების პოსტების, მიმზიდველი ტექსტებისა და სტატიების შექმნის უნარი. ** პიროვნული თვისებები: სხარტი და კრეატიული აზროვნება, პოზიტიური განწყობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული/ონლაინ. ძირითადად იმუშავებთ დისტანციურად, თუმცა საჭიროებისამებრ (წინასწარი შეთანხმებით) აუცილებელი იქნება ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება. რას გთავაზობთ: ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე, კვალიფიკაციის მიხედვით). როგორ უნდა გამოგვეხმაუროთ? თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ აღწერილ მოთხოვნებს და მზად ხარ, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნე შენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე: marineb2025@gmail.com გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.