Skip to main content
Back to all jobs

ვერარეზიდენს

jobs.ge

ტექნიკოსი

Apply by 2 Dec 2026
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე. სამუშაოს აღწერა, მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** სასტუმროს ელექტრო გაყვანილობის, გაზგაყვანილობის, წყალგაყვანილობის და სხვა კომუნიკაციების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება; ** გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება; ** სასტუმროში არსებული ყველა სახის დანადგარისა და ინვენტარის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** სხვადასხვა სახის დაზიანების აღმოფხვრა; ** დირექციისა და ობიექტების სერვის მენეჯერების მიერ მითითებული ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრა ** ატარებს რეგულარულ ინსპექტირებას პოტენციური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტი ფუნქციონირებას; ** პასუხობს სხვადასხვა განყოფილების ტექნიკურ მოთხოვნებს, ეფექტურად აგვარებს პრობლემებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხება.ზედამხედველობას უწევს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას; ** სასტუმროში არსებული სტანდარტებისა და შიდა განაწესის დაცვა სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებთან და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის; ** დროულად ჩააყენოს საქმის კურსში ხელმძღვანელობა რათა უზრუნველყოს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა იმ შემთხვევებში როცა თვითონ ამ პრობლემას ვერ აგვარებს; ** უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვას, უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების ჩატარებით.; ** HVAC, განათების და სხვა სისტემების პრობლემების მოგვარება და შეკეთება სტუმრებისა და პერსონალისთვის კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად; ** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი; ** მზად იყოს სამუშაოდ ცვლაში. არდადეგებზე და კვირის დღეებში; ** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა ანაზღაურება - 2000.00 ლარი. სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე. მოგვწერეთ: info@veraresidence.ge

Source: jobs.ge. Availability may change.