Skip to main content
Back to all jobs

Dro Fresh Bar

jobs.ge

სერვისის მენეჯერი

Apply by 2 Dec 2026
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში. ვეძებთ სერვის მენეჯერს: ** განიხილებიან მხოლოდ გამოცდილების მქონე კადრები ** ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ძირითადი მოვალეობები: ** ფილიალში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის, მომსახურების სისწრაფისა და შეკვეთების სწორად გაცემის კონტროლი; ** თანამშრომლების მოწესრიგებულობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი; ** HR-თან და ფილიალის მენეჯერებთან თანამშრომლობა კანდიდატების შერჩევის, შეფასების და გუნდის დაკომპლექტების პროცესში; ** ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, მომსახურების სტანდარტებისა და მენიუს შესახებ ტრენინგების ჩატარება; ** ორივე ცვლის გუნდთან რეგულარული უკუკავშირის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა; ** მომხმარებლის შეფასებების ანალიზი, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებაზე მუშაობა; ** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა და მოგვარება; ** გუნდის მოტივაციის ხელშეწყობა და გუნდური აქტივობების ორგანიზება; ** ფილიალის მენეჯერებთან და შიფტ ლიდერებთან კოორდინაცია, ხარვეზების გამოსწორების კონტროლი; ** ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება. რას ველოდებით კანდიდატისგან: ** კვების ობიექტში სერვისის მიმართულებით გამოცდილება; ** თანამშრომლების სწავლებისა და გუნდის მართვის უნარს; ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების უნარს; ** ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და დეტალების მიმართ ყურადღებას; ** დატვირთულ გარემოში პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ** სწრაფი კვების ქსელში ან რამდენიმე ფილიალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. გთავაზობთ: ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; დანამიკურ სამუშაო გარემოს და საკუთარი ინიციატივებით მოქმედების შესაძლებლობას; მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: drohealthy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "სერვის მენეჯერი".

Source: jobs.ge. Availability may change.