Skip to main content
Back to all jobs

F.S. Mackenzie Georgia

jobs.ge

ბუღალტრის ასისტენტი

Apply by 2 Dec 2026
"F.S. Mackenzie Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; ** საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა; ** შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება; ** დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება; ** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება; ** ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება; ** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება; ** მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით; ** MS Office-ის ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პიროვნული უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.

Source: jobs.ge. Availability may change.