Skip to main content
Back to all jobs

სფეის კარგო

jobs.ge

უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

ვარკეთილიApply by 30 Nov 2026
"სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: ვარკეთილი (ჯავახეთის II შესახვევი N 1ა); ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00. ძირითადი მოვალეობები: ** ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება; ** მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით; ** ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება; ** პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი; ** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი. ანაზღაურება და ბონუსი: ** პირველი 2 თვის განმავლობაში - 700 ლარი თვეში; ** 2 თვის შემდეგ - 900 ლარი თვეში; ** დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა. განაცხადის წესი: გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "ვარკეთილი - უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი" სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება. ელფოსტა: hr@spacecargo.ge

Source: jobs.ge. Availability may change.