Skip to main content
Back to all jobs

Georgian AirLink

jobs.ge

ქსელის ადმინისტრატორი

Apply by 30 Nov 2026
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN/WAN) მართვა და მონიტორინგი; ** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) კონფიგურაცია; ** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა; ** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და აღდგენა; ** ინსტალატორებისა და ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა; ** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS და სხვ.); ** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** ოპერაციული სისტემების ცოდნა (Windows/Linux); ** ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 4-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე; ** სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი); ** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.