SekkeiPark
jobs.geადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
Apply by 30 Nov 2026
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი (ექსპრესი) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
** ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9;
** საკონტაქტო ტელ. ნომერი: 595 116 735.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობების აღწერა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერთან;
** ნაშთების მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
** ინვენტარიზაცია (ინსტრუმენტების კონტროლი, შეკეთება, უსაფრთხოების თანამშრომლისგან მიღებული მითითებების მიხედვით);
** ყველა მასალის გადაადგილების აღრიცხვა პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე;
** RS.GE-ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა ობიექტების მიხედვით;
** საჭირო მასალების და დანადგარების Express შესყიდვები ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასისა თუ პირობების მოპოვება;
** პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა სხვადასხვა პუნქტებსა და საწყობებს შორის, მძღოლებისთვის მიმართულების მიცემა;
** საბაჟო პროცედურებისათვის ხელშეწყობა და ლოჯისტიკური დაგეგმარება;
** საწვავის შესყიდვები;
** ჯარიმებზე ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
** გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები და თვისებები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული განვითარება;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანსაღი კორპორატიული გარემო;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
Source: jobs.ge. Availability may change.