Skip to main content
Back to all jobs

ბელ მეზონი

jobs.ge

პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერი

Apply by 30 Nov 2026
მულტიბრენდული შოურუმი "Belle Maison" აცხადებს ვაკანსიას პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე. პირობები: ** ხელფასი: 5000 ლარი ხელზე + ბონუსი ** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სამუშაოს აღწერა: ** PR სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა და მართვა. ** პრეზენტაციების, სტატიების, პრესრელიზებისა და სოციალური მედიის პოსტების შექმნა ** ვიზუალური კომუნიკაციებისა და ციფრული კონტენტის შექმნა და მართვა ** საზოგადოებასთან, დიზაინერ/არქიტექტორებთან, სამიზნე აუდიტორიასთან პრესასა და მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობა ** სარეკლამო ღონისძიებების, სემინარების, პრეზენტაციების, ინტერვიუების, კამპანიების, ვორქშოპების, ვიზიტების ორგანიზება საქართველოში და საზღვარგარეთ ** კლიენტებისთვის/კოლეგებისთვის ინფორმაციის მიწოდება ახალი სარეკლამო შესაძლებლობებისა და მიმდინარე PR კამპანიების პროგრესის შესახებ. ** მედია გაშუქების მონიტორინგი და ანალიზი. ** კონკურენტი კომპანიების კომუნიკაციების მონიტორინგი და ანალიზი ** ონლაინ რეკლამის წარმატების კოორდინაცია და ანალიზი. ** კომპანიის სტრუქტურისა და პროდუქციის სიღრმისეული ცოდნა ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ბაკალავრის ხარისხი PR-ში, მარკეტინგში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება PR მენეჯერად ** პრემიუმ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ** შესანიშნავი ინტერპერსონალური უნარები. ** პრეზენტაციის უნარები. ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და ეფექტური დაგეგმვის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86 ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

Source: jobs.ge. Availability may change.