Skip to main content
Back to all jobs

Cnick

jobs.ge

დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

Apply by 29 Nov 2026
ქართული ინოვაციური სტარტაპი "კნიკი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. "კნიკი" აწარმოებს და ავითარებს ჭკვიან სამკაულებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. კომპანიის ვებგვერდი: http://www.cnick.io სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი სამუშაოს მიმოხილვა: კნიკში ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც შეამოწმებს წარმოებული პროდუქტის ხარისხს სტანდარტების შესაბამისად. გამოცდილება არ მოითხოვება, საქმიანობას ადგილზე შეგასწავლით. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის სტანდარტების შესაბამისად შემოწმება; ** კონტროლის შედეგების სისტემაში დაფიქსირება; ** პრობლემური შემთხვევების ინჟინერთან განხილვა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი. რას გთავაზობთ? ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ხელზე); ** უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hiring@cnick.io და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Source: jobs.ge. Availability may change.