გაგრა პლუსი
jobs.geსაწყობის თანამშრომელი
Apply by 28 Nov 2026
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე. პოზიციაზე დასაქმდება რამდენიმე პირი.
პირობები:
** სამუშაო პოზიციის დასახლება: საწყობის თანამშრომელი.
** სამუშაო ადგილი თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის ქ 33გ. https://maps.app.goo.gl/33a5Hd727iKkdx1F8
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
** სრული განაკვეთი - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ნახევარი განაკვეთი - 09:00 სთ დან 13:00 სთ-მდე
ხელფასი:
** სრულ განაკვეთი 900 ლარი + 400 ლარი (დანამატი)
** ნახევარ განაკვეთი - 900 ლარი.
მოვალეობები:
** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა / ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში / გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** პროდუქციის დასტიკერება, დამარკვა.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა / შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება / დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Tamaz.Peradze@gplus.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject) .
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
Source: jobs.ge. Availability may change.