Skip to main content
Back to all jobs

ბკ ჰოლდინგ

jobs.ge

ბრენდისა და კომუნიკაციების მენეჯერი

Apply by 28 Nov 2026
"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი პოზიციის მიზანი: კომპანიისა და მისი პროექტების ბრენდის განვითარება, ერთიანი საკომუნიკაციო სტილის დაცვა და ბრენდული კამპანიების ეფექტიანი მართვა. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ბრენდის სტრატეგიის, პოზიციონირებისა და ტონალობის მართვა; ** წლიური და კვარტალური საკომუნიკაციო გეგმების მომზადება; ** ახალი პროექტებისა და კამპანიების საკომუნიკაციო კონცეფციების შექმნა; ** სოციალური მედიის კონტენტგეგმის, ტექსტებისა და მთავარი გზავნილების შემუშავება; ** PR მიმართულების მართვა — პრესრელიზები, ინტერვიუები და მედიასთან ურთიერთობა; ** დიზაინერების, სააგენტოებისა და სხვა კონტრაქტორების ბრიფინგი და კოორდინაცია; ** გაყიდვების მხარდამჭერი მასალების მომზადება; ** ყველა არხში ბრენდის ვიზუალური და ტექსტობრივი სტანდარტების კონტროლი; ** ღონისძიებების საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ** კამპანიებისა და კომუნიკაციის შედეგების მონიტორინგი. ძირითადი KPI-ები: ** საკომუნიკაციო და კონტენტგეგმების შესრულება; ** კამპანიების დროული და ხარისხიანი გაშვება; ** ბრენდის ერთიანი სტანდარტის დაცვა; ** ბრენდის ცნობადობის, Reach-ისა და Engagement-ის ზრდა; ** მედია გაშუქების რაოდენობა და ხარისხი; ** გაყიდვების მხარდამჭერი მასალების დროული მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ბრენდის, კომუნიკაციების, PR-ის ან კონტენტმარკეტინგის მიმართულებით; ** გამართული ქართული და ინგლისური; ** ძლიერი ტექსტობრივი და პრეზენტაციის უნარები; ** სააგენტოებთან და შემოქმედებით გუნდებთან მუშაობის გამოცდილება; ** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე. გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.