Skip to main content
Back to all jobs

ბკ ჰოლდინგ

jobs.ge

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

Apply by 28 Nov 2026
"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი პოზიციის მიზანი: ციფრული მარკეტინგის მიმართულების მართვა, სააგენტოს კოორდინაცია, შედეგების ანალიზი და კომპანიის ციფრული პლატფორმების განვითარება. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** სარეკლამო სააგენტოს მართვა, ბრიფინგი და კამპანიების კონტროლი; ** ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი; ** მარკეტინგული ბიუჯეტის, ლიდების, კონვერსიის, CPL-ის, Cost per Sale-ისა და ROAS-ის მონიტორინგი; ** გაყიდვების გუნდთან ლიდების ხარისხისა და შედეგების კოორდინაცია; ** ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაცია; ** ვებსაიტსა და აპლიკაციაში განახლებების, ხარვეზებისა და ახალი ფუნქციონალის მართვა; ** ციფრული მომხმარებლის გამოცდილებისა და კონვერსიის გაუმჯობესებაზე მუშაობა; ** სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა; ** ციფრული კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური და ტექსტობრივი მასალების კოორდინაცია; ** CRM-ში მარკეტინგული წყაროებისა და ლიდების სწორად ასახვის კონტროლი. ძირითადი KPI-ები: ** სააგენტოსა და კამპანიების ეფექტიანი მართვა; ** ლიდების რაოდენობა, ხარისხი და გაყიდვებში კონვერსია; ** CPL, Cost per Sale, ROAS და Marketing-Attributed Revenue; ** რეპორტინგის სიზუსტე და დროულობა; ** ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკური საკითხების დროული შესრულება; ** ციფრული კონტენტგეგმის შესრულება; ** ვებსაიტის ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.