Skip to main content
Back to all jobs

იაკობის ეზო

jobs.ge

საუზმის მზარეული

Apply by 28 Nov 2026
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი ** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება მენეჯმენტისთვის ** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება ** კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი რეცეპტურის, ტემპერატურის, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი ** კერძის მომზადების ტექნოლოგიის სრული კონტროლი ** საუზმის მენიუს შედგენა პერიოდულად, მენიუს კერძებით განახლება ** ახალი კერძების რეცეპტურის გაწერა ** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი ** თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ. საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო". გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

Source: jobs.ge. Availability may change.