Skip to main content
Back to all jobs

ტელეკომ 1

jobs.ge

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ქუთაისიApply by 27 Nov 2026
"ტელეკომ 1" წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს. "ტელეკომ 1" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. მდებარეობა: ქუთაისი თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. ძირითადი ფუნქციები: ** აბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში; ** ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია; ** ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; ** ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით; ** შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა. ანაზღაურება ** ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა. სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00; ** შაბათი: მოკლე სამუშაო დღე; ** კვირა: დასვენების დღე. ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობები: ** შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა; ** ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი; ** კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა; ** სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა; ** სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით); ** ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@telecom1.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

Source: jobs.ge. Availability may change.