Skip to main content
Back to all jobs

RS Line

jobs.ge

ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით

Apply by 27 Nov 2026
ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია: ** ATM და საბანკო მოწყობილობების (ფულის სათვლელი, მასორტირებელი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და სერვისი სხვადასხვა ადგილას; ** მოწყობილობის სწორად დაკავშირება ქსელებთან; ** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობისა და ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემოწმება); ** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება; ** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება; ** ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად; ** სერვისის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და შეკეთების შეთანხმებულ დროში ჩატარება; ** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა; ** სისტემებზე პროგრამული განახლებების განხორციელება; ** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში, მათ შორის, შეკეთების ისტორიისა და ჩანაცვლებული ნაწილების აღრიცხვა და სისტემების სტატუსების განახლება; ** სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილებისა და ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა. მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს; ** აპარატურული საფუძვლების ცოდნა; ** ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); ** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; ** ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-2300 ლარი; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სატელეფონო მომსახურებას (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ. მისამართებზე: hr@rsline.ge, rsline.hr2@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

Source: jobs.ge. Availability may change.