Skip to main content
Back to all jobs

ზოომარტი

jobs.ge

1C პროგრამისტი

Apply by 27 Nov 2026
"ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამისტი/1C Developer (Middle+/Senior) თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; პარასკევს შემოკლებული დღე, 15:00 საათამდე ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით კომპანიის შესახებ: Zoomart არის ცხოველთა საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში. ჩვენი ოპერაციები ეყრდნობა 1C-ზე აგებულ საცალო და სასაწყობე აღრიცხვის სისტემას და ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. პოზიციის შესახებ: ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამისტს (Middle+/Senior), რომელიც ითანამშრომლებს კომპანიის მენეჯმენტთან, შექმნის ახალ ფუნქციონალს, განავითარებს მოქმედ კონფიგურაციას და უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ მუშაობას. პოზიცია გულისხმობს კონფიგურაციის ტექნიკურ მფლობელობას. ძირითადი მოვალეობები: ** მოქმედ 1C კონფიგურაციაში ახალი მოდულების, დოკუმენტების, რეგისტრების, ცნობარების, ფორმების, ანგარიშებისა და დამუშავებების შექმნა და დანერგვა; ** არსებული პროგრამული კოდისა და ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა, მოდიფიცირება და განვითარება ტექნიკური დავალებების საფუძველზე; ** ანგარიშებისა და ბეჭდვითი ფორმების მომზადება (მათ შორის, მონაცემთა კომპოზიციის სისტემის გამოყენებით); ** მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციების განხორციელება გარე სისტემებთან (საცალო ვაჭრობის სისტემები, ვებგვერდი, საბანკო და საგადასახადო სერვისები და სხვ.); ** მოქმედი სისტემის მხარდაჭერა: წარმოების გარემოში წარმოშობილი შეცდომების დიაგნოსტიკა და გამოსწორება; ** კოდის ოპტიმიზაცია, მოთხოვნებისა და სისტემის წარმადობის გაუმჯობესება მრავალმომხმარებლიან გარემოში; ** ცვლილებების ტესტირება, სამუშაო გარემოში დანერგვა და ვერსიების კონტროლი (Git ან კონფიგურაციის საცავი); ** განხორციელებული ცვლილებებისა და ლოგიკის ტექნიკური დოკუმენტირება; ** სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში შესრულება. სავალდებულო მოთხოვნები: ** 1C 8.2 / 8.3 პლატფორმაზე პროგრამირების მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (Senior დონისთვის — 5+ წელი); ** 1C-ის ჩაშენებული ენის, მეტამონაცემების ობიექტებისა და 1C Query Language-ის საფუძვლიანი ცოდნა; ** მართული ფორმებისა და კლიენტ-სერვერული პროგრამირების გამოცდილება; ** არსებული და არასტანდარტული (მოდიფიცირებული) კონფიგურაციების შესწავლის, მოდიფიცირებისა და განვითარების გამოცდილება; ** მონაცემთა კომპოზიციის სისტემის (СКД), როლებისა და წვდომის უფლებების, ტრანზაქციებისა და ბლოკირებების ცოდნა; ** კოდის ტესტირებისა და შეცდომების დიაგნოსტიკის უნარი; ** ახალი მოდულების დამოუკიდებლად შექმნის გამოცდილება; ** საცალო ვაჭრობის ან სასაწყობე აღრიცხვის 1C კონფიგურაციებთან მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება: ** REST API, HTTP Services, JSON და XML ტექნოლოგიების ცოდნა; ** 1C Extensions-ის გამოყენების გამოცდილება; ** MS SQL Server-ის ცოდნა; ** მაღალდატვირთულ მრავალმომხმარებლიან სისტემებზე მუშაობისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; ** 1C-ის პროფესიული სერტიფიკატი; ** ინგლისურის ან რუსულის ცოდნა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ. რას გთავაზობთ: ** ორშაბათი-პარასკევი, პარასკევს შემოკლებული სამუშაო დღე (15:00 საათამდე); ** რეალური, მასშტაბური 1C პროექტები და კონფიგურაციის ტექნიკური მფლობელობა; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება. პასუხისმგებლობის ფარგლები პროგრამისტი მუშაობს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული ფუნქციური მოთხოვნებისა და შეთანხმებული ტექნიკური დავალებების საფუძველზე. ბიზნეს-პროცესების განსაზღვრა, განვითარების პრიორიტეტები და ფუნქციური მოთხოვნები მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. პროგრამისტი მონაწილეობს ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შეფასებებში და პასუხისმგებელია კოდის ხარისხზე, ტესტირებასა და დანერგვაზე. როგორ განაცხადოთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: 1cdeveloper@zoomart.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: 1C Developer - სახელი, გვარი.

Source: jobs.ge. Availability may change.