Skip to main content
Back to all jobs

თრექინგს.ჯი

jobs.ge

ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი

Apply by 27 Nov 2026
"თრექინგს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე - ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და ფინანსური პროცესების მართვა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტალის 11გ სამუშაო სფერო: ლოჯისტიკა, ფოსტა, საბაჟო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 2, 500-3, 000 ლარი NET, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სრული საბუღალტრო ოპერაციებისა და ნაშთების კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო შესაბამისობის კონტროლი; ** ყოველთვიური და წლიური დახურვა, ანგარიშების შეჯერება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება; ** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი; ** ბიუჯეტირება, ფულადი ნაკადების დაგეგმვა, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების ანალიზი; ** მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით; ** ფინანსურ/საბუღალტრო სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და RS.ge-ს პრაქტიკული ცოდნა; ** სასურველია IFRS-ის ან IFRS for SMEs-ის ცოდნა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება; ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საბუღალტრო პროგრამასთან/ERP-სთან მუშაობის გამოცდილება; ** საჭიროა ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ** ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის უნარი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან სამუშაო გარემოსა და შესრულებული პროექტების შედეგებიდან გამომდინარე KPI-ზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურების განხილვის შესაძლებლობას. განაცხადის გაგზავნა: გამოგვიგზავნეთ CV: HR@trackings.ge თემაში მიუთითეთ: "ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი"

Source: jobs.ge. Availability may change.