Skip to main content
Back to all jobs

პისიშოპ.ჯი

jobs.ge

სერვისის თანამშრომელი

Apply by 27 Nov 2026
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელი - 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას 42. სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე. სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** სერვისში მოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და გაფორმება; ** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა; ** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა; ** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** კომპიუტერის აწყობა; ** ნაშთების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** პრეზენტაბელურობა; ** მოტივირებულობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას ** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.