Skip to main content
Back to all jobs

MARK4

jobs.ge

ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი

Apply by 26 Nov 2026
"MARK4" არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში. გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტს (Digital Marketing & SEO), რომელიც იმუშავებს ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვაზე, ვებგვერდის საძიებო სისტემებში ხილვადობის გაუმჯობესებასა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** Google Ads-ისა და Meta Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია; ** სარეკლამო ბიუჯეტის მონიტორინგი და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება; ** აუდიტორიების სეგმენტაცია, რეტარგეტინგი და A/B ტესტირება; ** საკვანძო სიტყვების კვლევა და SEO აქტივობების დაგეგმვა; ** ვებგვერდის On-page SEO ოპტიმიზაცია (Meta Tags, გვერდების სტრუქტურა, შიდა ბმულები); ** ტექნიკური SEO პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია; ** Off-page SEO აქტივობებში მონაწილეობა და ბექლინკების მოპოვებაზე მუშაობა; ** კონტენტის SEO ოპტიმიზაცია შესაბამის გუნდთან თანამშრომლობით; ** ვებგვერდის ტრაფიკის, კონვერსიებისა და სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი; ** რეგულარული რეპორტინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება. რას ველოდებით: ** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლის პრაქტიკული გამოცდილება; ** Google Ads-ისა და Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა; ** SEO-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (On-page, Off-page, Technical SEO); ** Google Analytics 4-ისა და Google Search Console-ის გამოყენების უნარი; ** საკვანძო სიტყვების კვლევისა და SEO ოპტიმიზაციის გამოცდილება; ** სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზისა და გაუმჯობესების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** Google Tag Manager-ის ცოდნა; ** Ahrefs-ის ან Semrush-ის გამოყენების გამოცდილება; ** B2B ან SaaS პროდუქტების ციფრულ მარკეტინგზე მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკური SEO-სა და HTML-ის საბაზისო ცოდნა. ** პორტფოლიოს, განხორციელებული კამპანიების ან SEO პროექტების მაგალითების გაზიარება. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში); ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი); დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი.

Source: jobs.ge. Availability may change.