Skip to main content
Back to all jobs

Nature Group

jobs.ge

სამედიცინო წარმომადგენელი

Apply by 26 Nov 2026
ფარმაცევტული კომპანია "Nature Group" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. სამუშაო აღწერილობა: ** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში. ** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა-რეპორტინგი. ** საპრომოციო აქტივობებისა და ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი). ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე. ** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა და პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი. ** ორგანიზებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა. საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე. საწყისი ანაზღაურება კონკურენტულია და დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Geonaturegroup@gmail.com

Source: jobs.ge. Availability may change.