Skip to main content
Back to all jobs

ოლპრინტჯი

jobs.ge

ელ. შემდუღებელი

Apply by 25 Nov 2026
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ სარეკლამო მომსახურებას - უმაღლესი ხარისხით. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ წევრს ელ. შემდუღებლის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით: ** სამუშაო ადგილი:დიდი ლილო ერეკლე მე-2-ის მე-5-ე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას) ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი შეთანხმებით ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით ურთიერთშეთანხმებით. (2500 ლარიდან) ძირითადი საქმიანობა: ** ნახაზების წაკითხვა: ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და სპეციფიკაციების გააზრება შესასრულებელი სამუშაოს დასაგეგმად. ** მასალის მომზადება: დასაშუღებელი ლითონის ზედაპირის გასუფთავება (ჟანგის, საღებავის, ჭუჭყის მოცილება) და საჭირო ზომებზე ჭრა/მორგება. ** აპარატურის გამართვა: შესადუღებელი აპარატის, ელექტროდებისა და დენის ძალის (ამპერაჟის) სწორად შერჩევა ლითონის ტიპისა და სისქის მიხედვით. მოთხოვნები: ** გამოცდილება აუცილებელია არანაკლებ 1 წლიანი. ** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ 598 130 126 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr.allprint@gmail.com ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ნოემბერი.

Source: jobs.ge. Availability may change.