Skip to main content
Back to all jobs

კომპანია

jobs.ge

იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული

Apply by 26 Nov 2026
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეულის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მენიუს შემუშავება და განახლება ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით; ** ნეაპოლიტანური პიცის ცომის რეცეპტურისა და მომზადების პროცესის ჩამოყალიბება — მოზელა, ფერმენტაცია, შენახვა და ცხობა; ** კერძების რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათების, გრამაჟებისა და მომზადების სტანდარტების შემუშავება; ** კერძების თვითღირებულების დათვლა და ფასების განსაზღვრაში მონაწილეობა; ** პროდუქტების შერჩევა, ხარისხის შეფასება და მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობა; ** სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა; ** სამზარეულოს გუნდის შერჩევაში მონაწილეობა, თანამშრომლების სწავლება და მოვალეობების განაწილება; ** სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა და მართვა, კერძების მომზადებაში უშუალო მონაწილეობა; ** კერძების გემოს, ვიზუალის, პორციებისა და მომზადების დროის კონტროლი; ** მარაგების, შენახვის პირობებისა და პროდუქტის დანაკარგების კონტროლი; ** სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** იტალიურ სამზარეულოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ნეაპოლიტანური ტიპის პიცის ცომთან მუშაობისა და ცხობის ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა; ** პასტის, სოუსებისა და იტალიური სამზარეულოს სხვა ძირითადი კერძების მომზადების ცოდნა; ** შეფ-მზარეულის ან სამზარეულოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენის, თვითღირებულებისა და მარაგების მართვის ცოდნა; ** გუნდის მართვისა და თანამშრომლების სწავლების უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: თვეში 4000 ლარი (ხელზე ასაღები); ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე; ** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ლისის მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული". სასურველია, რეზიუმეს დაურთოთ თქვენ მიერ შექმნილი მენიუს ან მომზადებული კერძების მაგალითები.

Source: jobs.ge. Availability may change.