Skip to main content
Back to all jobs

საინჟინრო კომპანია

jobs.ge

ინჟინერ-კონსტრუქტორი

Apply by 26 Nov 2026
საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე. შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით; ** CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა; ** ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა; ** განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება; ** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა. მოვალეობები: ** ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება; ** წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ** მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი. ** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ** სტაბილური ხელფასი; ** ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები); ** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია; ** ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე; ** უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით; ** 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: birbirdair@gmail.com.

Source: jobs.ge. Availability may change.