Skip to main content
Back to all jobs

ბრიტანია დეველოპმენტ

jobs.ge

ინჟინერ-მშენებელი

Apply by 26 Nov 2026
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, დაგვიანების გარეშე. მოთხოვნები: ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ** ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD). ძირითადი მოვალეობები: ** მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა; ** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; ** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი; ** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებული კანდიდატებს, ვთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge

Source: jobs.ge. Availability may change.