Skip to main content
Back to all jobs

იტალიური რესტორანი რენე

jobs.ge

მიმტანი

Apply by 24 Nov 2026
იტალიური რესტორანი "რენე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ჩვენი გუნდისთვის ენერგიულ, პოზიტიურ და შრომისმოყვარე წევრებს. გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც 5/2-ზე, ასევე 2/2-ზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრის დახვედრა; ** სერვისის მაღალი სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება; ** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა; ** მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება; ** მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმართან; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** 2 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ხელფასს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ღამის სმენის შემდეგ სახლში ტაქსით გაშვებას; ** მეგობრული და კომფორტული გარემოს; ** პროფესიული განვითარებას; ** ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე. დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@renetbilisi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.