Skip to main content
Back to all jobs

Artizan Design Hotel

jobs.ge

უსაფრთხოების თანამშრომელი

Apply by 23 Nov 2026
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის. ფუნქცია მოვალეობები: ** სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ** სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა ** ნებისმიერ არეულობაზე, კონფლიქტზე რეაგირება ** ცვლის განმავლობაში აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის ** საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან ** პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა ** პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა ** მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება. საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 ანაზღაურება 1300 ლარი გრაფიკი სამ დღეში ერთხელ, 24 საათი დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727, გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო" გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

Source: jobs.ge. Availability may change.