Skip to main content
Back to all jobs

Real Palace Development

jobs.ge

თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსი

Apply by 22 Nov 2026
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00 - 14:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + თითოეული გაყიდული ბინიდან ყოველთვიური ბონუსი. სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: ძირითადი მოვალეობები: ** დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ციფრული არხების საშუალებებით. (CRM-ის საშუალებით) ** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დროულად მომზადება და მიწოდება მომხმარებელზე. ** ამავე საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგის გუნდთან მოთხოვნების გაგზავნა. ** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი და პერიოდული გაზიარება გუნდთან. ** პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება და პერიოდულად გადახედვა ხელახალი დაკონტაქტების მიზნით. ** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; ** AI ასისტენტის მონიტორინგი და მისი დახვეწა-გაუმჯობესება შესაბამისი და არსებული ფუნქციის საშუალებით. ** მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია და ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველყოფა. ** ყოველთვიური ერთობლივი დასახული გეგმის შესრულება; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი); ** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** CRM-ში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** პრეზენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge.

Source: jobs.ge. Availability may change.