ჯუნი ტურსი
jobs.geგიდი
ბათუმიApply by 22 Nov 2026
ჯუნი ტურსი ისრაელიდან შემოსული ტურისტების მიღებასა და მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანიაა. ვეძებთ გიდს, რომელიც ჩვენს ბათუმის გუნდს შეუერთდება და სტუმრებთან უშუალო მუშაობას იკისრებს.
ვაკანსია: გიდი (ბათუმი)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების ტრანსფერი აეროპორტიდან, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს შორის
** ტურების გაძღოლა და სტუმრებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება
** ტურებისა და დამატებითი ტურისტული მომსახურებების გაყიდვა
** ვიზიტის განმავლობაში სტუმრების მხარდაჭერა და წარმოქმნილი საკითხების ოპერატიულად გადაჭრა
** გუნდთან კოორდინაცია გრაფიკისა და ლოგისტიკის საკითხებზე
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** ებრაული ან არაბული ენის ცოდნა (დამატებითი უპირატესობაა)
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და გაყიდვებისადმი ინტერესი
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდში მუშაობის უნარი
პირობები:
ანაზღაურება: 700 აშშ დოლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
დინამიური გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N1ა
როგორ მოგვმართოთ:
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე l.sepherteladze@othniel.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია გიდის პოზიციაზე".
Source: jobs.ge. Availability may change.