Skip to main content
Back to all jobs

ERC Distribution Georgia

jobs.ge

პრომოუტერი

Apply by 22 Nov 2026
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/ შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქ. თბილისში. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს: ** გრაფიკი: 10:00-19:00 ** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით ** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ჰიპერმარკეტი გორგია ძირითადი მოვალეობები: ** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება ** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა ** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი ** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება ** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების წესის შესახებ კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა. ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით. ** კომუნიკაბელურობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი ** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრომოუტერი. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.