Skip to main content
Back to all jobs

Car Park Rustavi

jobs.ge

გაყიდვების მენეჯერი

რუსთავიApply by 21 Nov 2026
"Car Park Rustavi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი ავტოსალონი მომხმარებლებს 300-ზე მეტი ავტომობილის ფართო არჩევანს სთავაზობს. ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც გუნდთან ერთად გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას შეძლებს. სამუშაო ადგილი: რუსთავი, Car Park Rustavi სამუშაო საათები: 10:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების წარდგენა; ** გაყიდვების პროცესის მართვა და პოტენციურ მყიდველებთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლებისთვის ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მოტივაცია; ** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია კანდიდატი იყოს რუსთავიდან. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: carparkrustavi@gmail.com შემოგვიერთდი "Car Park Rustavi"-ის გუნდს!

Source: jobs.ge. Availability may change.