საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ
hr.geაღმზრდელის ასისტენტი
თბილისიApply by 16 Dec 2026
საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.
აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 1000-დან 1200 ლარამდე საზღვრებში.
საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.
ფუნქცია-მოვალეობები:
აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;
სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ
პიროვნული მახასიათებლები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
მზრუნველობა;
ყურადღებიანობა;
დაკვირვებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@nabij-nabij.org
საკონტაქტო ნომერი: +995599081441
Source: hr.ge. Availability may change.