Skip to main content
Back to all jobs

ლუკა პოლარე

hr.ge

HR ადმინისტრირების სპეციალისტი

თბილისიApply by 16 Dec 2026
ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს - HR ადმინისტრირების სპეციალისტს. თუ გაქვს HR ადმინისტრირების გამოცდილება, კარგად ფლობ Selfie-სა და Payroll-ს და გიყვარს ორგანიზებული პროცესების მართვა, გვინდა, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდე! ძირითადი მოვალეობები: შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირება; სახელფასო და პოზიციური ცვლილებების დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების დანართების მომზადება და განახლება; სახელფასო პროცესის (Payroll) სრული ციკლის ადმინისტრირება და კონტროლი; შვებულებების, დეკრეტული შვებულებებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება; HR პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინვოისების მართვა; მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება; ოფისის ადმინისტრირებისა და ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: HR ადმინისტრირების მიმართულებით მინ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; Selfie HR პროგრამის სრულყოფილად ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; Payroll პროცესების მართვისა და სახელფასო ადმინისტრირების გამოცდილება; Retail ან HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა); ინგლისური ენის ცოდნა; შრომითი კანონმდებლობისა და HR ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ანალიტიკური აზროვნება და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; სტაბილურ დასაქმებას მზარდ კომპანიაში; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას. ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://lucapolare.selfrecruit.ge/s/uLmpQ

Source: hr.ge. Availability may change.