კარგოჰაბი
hr.geგაყიდვების მენეჯერი
თბილისიApply by 16 Dec 2026
კარგოჰაბი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი;
შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
სტრესულ გარემოშუ მუშაობის უნარი;
აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@cargohub.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.