Skip to main content
Back to all jobs

გუდვილი

hr.ge

დიასახლისი - ოქროყანა

თბილისის შემოგარენიApply by 16 Dec 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ტერიტორიის დასუფთავება; სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება; დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; უფასო სამგზავრო ბარათს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0WtxCLme გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.