Skip to main content
Back to all jobs

HH Recruitment

hr.ge

აგრომეურნეობის დირექტორი

საქართველოს მაშტაბითApply by 20 Nov 2026
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას მრავალწლოვანი კულტურის მეურნეობის დირექტორის პოზიციაზე, სამეგრელოში, ერთ-ერთი აგრარული კომპანიისთვის. ძირითადი მოვალეობები: ბაღების სრული საოპერაციო პროცესის მართვა, დაგეგმვა და კონტროლი; ბაღების მოვლა-პატრონობის წლიური და სეზონური სამუშაო გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა; გაშენების, ზრდის, განვითარების, მოსავლიანობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი; აგროტექნიკური სამუშაოების, მათ შორის გასხვლის, განოყიერების, მორწყვის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის მოვლის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; აგრონომებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბაღების პროდუქტიულობისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; სარწყავი სისტემების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მოსავლის მოცულობის პროგნოზირება, მოსავლის აღების პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; მოსავლის აღების, დახარისხების, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მომზადების პროცესების კოორდინაცია; პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; მოსავლის აღების შემდგომი პროცესების (Post-Harvest Management) მართვა, პროდუქციის დანაკარგების მინიმიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით; ბაღების საოპერაციო ბიუჯეტის შემუშავება, ხარჯების დაგეგმვა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი; წარმოების თვითღირებულების ანალიზი და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; საოპერაციო ეფექტიანობისა და მოსავლიანობის ზრდისკენ მიმართული სტრატეგიული და პრაქტიკული ინიციატივების შემუშავება; ბაღებში დასაქმებული მუდმივი და სეზონური პერსონალის საქმიანობის მართვა, სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი; საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და მათი დროული მობილიზების უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და შესყიდვების პროცესის კონტროლი; საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების, მოთხოვნის, ფასების დინამიკისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი; ექსპორტის არსებული და პოტენციური ბაზრების შეფასება და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება; საერთაშორისო მყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და საექსპორტო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება; საექსპორტო გაყიდვების გეგმების, მიწოდების მოცულობებისა და შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი; საექსპორტო ბაზრების სპეციფიკური მოთხოვნების, ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ვადების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით; საერთაშორისო ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის GLOBALG.A.P.-ისა და სხვა შესაბამისი სერტიფიცირების პროცესების კოორდინაცია; საექსპორტო ბაზრებზე არსებული კომერციული და საოპერაციო რისკების შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ბაღების განვითარების, ახალი ფართობების ათვისებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბაღების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (მოსავლიანობა, პროდუქციის ხარისხი, თვითღირებულება, დანაკარგები, საექსპორტო გაყიდვები) განსაზღვრა, ანალიზი და კონტროლი; ბაღების საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, სოფლის მეურნეობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში). მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება აგრარულ ინდუსტრიაში დირექტორის, საოპერაციო დირექტორის, ბაღის მენეჯერის პოზიციაზე; ბაღების სრული საწარმოო ცილკის მართვის გამოცდილება; პრიორიტეტულია GLOBALG.A.P-ის დანერგვის ან აუდიტის გამოცდილება აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა კარგად; დამატებითი ინფორმაცია: საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევა სატელეფონო ლიმიტი საწვავის ლიმიტი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment13@hh.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 577252467

Source: hr.ge. Availability may change.