Skip to main content
Back to all jobs

გიო +

hr.ge

ელექტრო-მექანიკოსი

თბილისი · რუსთავიApply by 16 Dec 2026
შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით. ძირითადი მოვალეობები: ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა; მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა; ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი; მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება; დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა; სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა; ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი; ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია. სასურველი უნარები: ელექტრო შედუღების ცოდნა; სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი); დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@window.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599190866 / გიორგი

Source: hr.ge. Availability may change.