Skip to main content
Back to all jobs

თიბისი დაზღვევა

hr.ge

საცალო გაყიდვების მენეჯერი

ბათუმიApply by 16 Dec 2026
თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი, თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, საცალო გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19 განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ; პარასკევი - 10:00 - 17:00 სთ; შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შენი, როგორც საცალო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება: პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება; მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან; გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება; გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში; არსებული მომხარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა; გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა. გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი; გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება; გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება; იცი საოფისე პროგრამები ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს; დეტალებზე ორიენტირებულს; ორგანიზებულს; განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს; საქმეზე კონცენტრირებულს დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს; მრავალფეროვნებას; სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HrIX3wF

Source: hr.ge. Availability may change.