Employer
hr.geდიასახლისი
თბილისიApply by 15 Dec 2026
საინვესტიციო კომპანია ურბანიკი და მის პროექტებში შემავალი ახალი სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი“ ეძებს კადრებს დიასახლისის პოზიციაზე!
სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი - ურბანიკისგან“ მალე იხსნება და გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ცენტრის საერთო სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა (დერეფნების, სველი წერტილების, კიბეებისა და სხვა საერთო სივრცეები);
სანიტარული ნორმებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარისა და საშუალებების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ დასაქმებას ახალ სავაჭრო ცენტრში;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე შეთანხმებას
სამუშაო ადგილი: ვარკეთილი მოლი, თბილისი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია: info@vm.ge
ან დაგვიკავშირდით: +995 599 35 87 04
შემოუერთდი ვარკეთილი მოლის გუნდს!
Source: hr.ge. Availability may change.