ჰიპერმარკეტი Domino
hr.geოფის მენეჯერი
ქუთაისიApply by 15 Dec 2026
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე;
საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა;
მოწესრიგებულობა;
როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერულ განვითარებას;
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარი;
სამედიცინო დაზღვევას ( ინდივიდუალური ან საოჯახო);
კვება;
Fitpass;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lAT1aU4b
Source: hr.ge. Availability may change.