Skip to main content
Back to all jobs

საქართველოს ბანკი

hr.ge

ასოცირებული პროექტების მენეჯერი - მშენებლობის მონიტორინგი

თბილისიApply by 30 Nov 2026
სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. მოვალეობები: პროექტიდან მასალის მოცულობების დათვლა; პროექტზე არსებული დოკუმენტაციის რევიზია და ანალიზის წარმოდგენა; სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა; შესრულებული სამუშაოების (ფორმა2) ანალიზი არსებულ ბიუჯეტთან და ფაქტიურ ხარჯებთან მიმართებაში; მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოების რევიზია არსებულ გრაფიკთან მიმართებაში; სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპობრივი შემოწმება არსებულ პროექტთან მიმართებაში და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა; ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; დეფექტური აქტების მომზადება; დასრულებული სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის და ბიუჯეტის ანალიზის მომზადება; დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება. მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი (სასურველია სამშენებლო კუთხით) სამუშაო გამოცდილება: მინ. 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში. სავალდებულო ცოდნა, უნარები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, MS Project); AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა; პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი; სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ანალიტიკურად აზროვნება; ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/asocirebuli-proektebis-menejeri-msheneblobis-monitoringi-tbilisi-0lkXR1 რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2026

Source: hr.ge. Availability may change.